საქართველოს პრეზიდენტმა 2021 წლის 21 დეკემბერს ორბელიანის სასახლეში გამართული რელიგიური გაერთიანებების საშობაო და საახალწლო მიღების დროს ისაუბრა იმ ინიციატივის შესახებ, რომელიც ქართულ საზოგადოებაში არსებული განხეთქილების დაძლევას ემსახურება. “დღეს საზოგადოება დაიღალა დაპირისპირებით და პოლარიზაციით და სურვილი აქვთ, რომ გამოვიდეთ შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან”, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან მოუწოდა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს, მხარი დაუჭირონ შერიგების ამ პროცესს, რომელიც შედეგად მოიტანს ურთიერთპატივისცემის და საქართველოში შემწყნარებლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის აღდგენას. ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა აგრეთვე გამოთქვა შეშფოთება ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო და საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის სახელით დადებითად შეაფასა პრეზიდენტის ძალისხმევა. “იმედი მაქვს, საზოგადოება აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად საერთო ენას იპოვის. გისურვებთ მოთმინებასა და სიბრძნეს ამ ინიციატივის განსახორციელებლად. ჩვენ, როგორც ლუთერული ეკლესია ჩვენი მხრივ წვლილს შევიტანთ ამ პროცესში”, ხაზი გაუსვა ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა პრეზიდენტისადმი მიმართვაში.
კორონავირუსის პანდემიის გამო სელეს სინოდი 2 წლის მანძილზე არ ჩატარებულა. 2021 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე დასწრება ვერ შეძლეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე სამრევლოების წარმომადგენლებმა. სინოდმა მიიღო 2022 წლის ბიუჯეტი და ამასთანავე გასული ორი წლის ფინანსური ანგარიში განიხილა.
სინოდმა სხდომაზე დაამტკიცა პრეზიდიუმის გადაწყვეტილება პასტორ როლფ ბარაისის სელეს საეპისკოპოსო ვიზიტატორად არჩევის თაობაზე. ის 2022 წლის 1 მაისს შეუდგება მოვალეობის შესრულებას, როგორც ეს გათვალისწინებულია ეკლესიის წესდებაში ეპისკოპოსის მსახურების შესახებ. “ძალიანმიხარია, რომჩემისაქმისგამგრძელებელივიპოვეთ”, აღნიშნა თავის გამოსვლაში ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე ვიურტემბერგის სამხარეო ეკლესიას დაუბრუნდება. “ესსაშუალებასმოგვცემს, მარტივადდაკარგადგადავლახოთგარდამავალიპერიოდიდასაქმეებისგადაბარება, სინოდსდასამრევლოებსკიშესაძლებლობამიეცემათ, აუჩქარებლადგაეცნონსაეპისკოპოსივიზიტატორსეპისკოპოსისპოსტზემისარჩევამდე”.
როლფ ბარაისი ვიურტემბერგის ევანგელიური სამხარეო ეკლესიის პასტორია და ამჟამად სანახევროდ ჰაიდენჰაიმის/ბრენცის საეკლესიო ოლქის მრევლის პასტორია, სანახევროდ კი გერმანიის ევანგელიური საყვირების საზოგადოების (epid.de) თავმჯდომარე. ჰყავს მეუღლე და 15-29 წლის ასაკის 5 შვილი. მართალია, ოჯახი საქართველოში საცხოვრებლად ვერ გადმოვა, თუმცა “ოჯახის მრჩეველთა საბჭომ მოიწონა ჩემი კანდიდატურასელეშიმსახურებისთვის”, თქვა ბარაისმა.
საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის (სელე) ეპისკოპოსი მარკუს შოხი აირჩიეს ვიურტემბერგის სამხარეო ეკლესიის როიტლინგენის პრელატურის პრელატად (რეგიონალურ ეპისკოპოსად). როიტლინგენის პრელატურა მოიცავს 12 საეკლესიო ოლქს 392 საეკლესიო სამრევლოთი და 598 000-მდე მრევლის წევრით. ამ თანამდებობას მარკუს შოხი 2022 წლის გაზაფხულიდან დაიკავებს, მანამდე კი თბილისში გააგრძელებს მსახურებას ეპისკოპოსის რანგში.
სინოდის პრეზიდიუმმა გადაწყვიტა, თხოვნით მიმართოს ვიურტემბერგის სამხარეო ეკლესიას, რათა მან კავკასიაში მოავლინოს საეპისკოპოსო ვიზიტატორი ეპისკოპოსის მოვალეობის შესასრულებლად. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და გვაქვს იმედი იმისა, რომ მომავალ წელს ვიურტემბერგიდან თბილისში შესაფერისი ადამიანი ჩამოვა. დეტალები მომდევნო დღეებში გაირკვევა. სინოდის პრეზიდიუმისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიას კარგი ხელმძღვანელი ეყოლება.
ჩვეულებრივ მოსავლის აღების დღესასწაულზე შერიგების ეკლესიის ეზოში ჩვენი „ეკლესიის და დიაკონიის“ ზეიმს ვატარებთ ხოლმე ყველა სამრევლოსთან ერთად. წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ეს დღე უფროსებთან და ბავშვებთან ერთად ვერ აღვნიშნეთ. თუმცა ყველა სამრევლო კვირას ერთობლივ ღვთისმსახურებაზე და სადილზე დავპატიჟეთ შერიგების ეკლესიაში.
ღვთისმსახურების დროს დავემშვიდობეთ საეკლესიო მრჩეველ კლაუს რიტს, როგორც ვიურტემბერგის ევანგელიური სამხარეო ეკლესიის მისიისა და ეკუმენის განყოფილების ხელმძღვანელს; ის წლების მანძილზე მხარში ედგა კავკასიაში ჩვენს ეკლესიას და წლის ბოლოს პენსიაზე გადის.
ბათუმის სასტუმრო “ჰილტონმა’ ივნისის ბოლოს თბილისში სარეკლამო მოგზაურობა მოაწყო და ქალთა წრის წევრების სასიხარულოდ თავისი საკვები-სატვირთო მანქანა შერიგების ეკლესიის ეზოშიც გააჩერა. ‘ჰილტონის’ გენერალურმა მენეჯერმა ტორსტენ ველერმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ჩვენი ეკლესიის მოღვაწეობის საქმიანობის ნიშანია, სადაც ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ და ერთმანეთს და სხვებს ეხმარებიან.
ჩვენს ეკლესიაში უკვე მეორედ აღინიშნა აღდგომა პანდემიის დროს. წელს საქართველოში, მადლობა ღმერთს, შევძელით სააღდგომოდ ეკლესიებში და სამრევლო ცენტრებში შეკრება. აღდგომის დღესასწაულში მონაწილეობა მიიღეს სამრევლოების საკვირაო სკოლების ბავშვებმა და მშობლებმაც. ყველა გახარებული იყო აღდგომის დღესასწაულის ერთად აღნიშვნის შესაძლებლობით.
წლევანდელი მსოფლიო ლოცვის დღისათვის ლიტურგია ვანუატუელმა ქალებმა მოამზადეს. საქართველოში ის თბილისის და რუსთავის სამრევლოებმა 5 მარტს თბილისის შერიგების ეკლესიაში ერთად აღნიშნეს, პანდემიის გამო ღონისძიება ნაწილობრივ ღია ცის ქვეშ, ეკლესიის ეზოში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საკვირაო სკოლის ბავშვებიც.
ა.წ. 22 იანვარს, პარასკევს, ევანგელურ-ლუთერულ შერიგების ეკლესიაში გაიმართა ეკუმენური ღვთისმსახურება ქრისტიანთა ერთობისათვის. წელს სამწუხაროთ მხოლოდ ლიტურგებს და ჩვენს გუნდს შეეძლოთ ამ მსახურებაში უშვალო მონაწილეობის მიღება. დანარჩენებს შეეძლოთ თანამონაწილეობა მხოლოდ online-ფორმათში.
ილოცეთ ჩვენთან ერთად და ჩვენს ძმებთან და დებთან ერთად კატოლიკე, სომხურ და ბაპტისტურ ეკლესიებიდან.
2020 წლის 24 სექტემბერს "საქართველოს სახალხო დამცველმა" (ომბუდსმენმა) რელიგიების საბჭოს სააგენტოსთან ერთად რელიგიის თავისუფლების და რელიგიური უმცირესობების საკითხთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლებიც წარედგინა საქართველოს მთავრობას და პარლამენტს. რეკომენდაციების ნახვა ქართულ და ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ აქ:
ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI), 2020 წლის მაისში გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში რწმენისა და რელიგიის თავისუფლების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. ეს მოხსენება შეგიძლიათ აქ იხილოთ ინგლისურ და ქართულ ენებზე.
2020 წლის 30 ივლისს გამოქვეყნდა დოკუმენტი საქართველოში რესტიტუციის პოლიტიკის შესახებ. ის მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ჩვენი ევანგელიურ-ლუთერული ეკელსიის შესახებაც. დოკუმენტის pdf-ვერსიის ნახვა ქართულ ენაზე შეგიძლიათ აქ.
კორონა-ვირუსის პანდემიის დროს დაწესებულ შეზღუდვების გამო მრავალი თვეების მანზილზე არ ტარდებოდა ღვთისმსახურებები ჩვენს მრევლებში. ამ დროს ჩვენ ვიღებდით ვიდეო-ღვთისმსახურებებს, რომლებსაც აქ იხილავთ.
ოჯახები და ბავშვები განსაკუთრებით განიცდიან მიმდინარე კრიზისს. ამრიგად, Unicef Georgia- მ გამოაქვეყნა სპეციალური სახელმძღვანელო ამ სიტუაციის მოსაგვარებლად, რომელსაც აქ ნახავთ, როგორც PDF დოკუმენტს.