საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული დიაკვნის საზოგადოების (ELDWG) 

სამუშაო სფეროები

ზალტეტის სახლი

თბილისის შერიგების ეკლესიასთან 1997-2000 წლებში აშენდა პირველი ლუთერული პასტორის და შემდგომ თბილისსა და ამიერკავკასიის ზედამხედველის (1824-1830) სახელობის "იოჰან ბერნჰარდ ზალტეტის სახლი" ოფიცილურად  გაიხსნა 2000 წლის 8 ივლისს.

სოციალური სასადილო

2000 წელს, ზალტეტის სახლის გახსნისთანავე, ასევე გაიხსნა სოციალური სასადილო.

შინ მოვლის სამსახური

დიაკვნური „შინმოვლის სამსახური“ საქართველოში უკვე 11 წელიწადზე მეტი არსებობს და ძირითადად ემსახურება მარტოხელა, მოხუც, ავადმყოფ, სოციალურად დაუცველ პირებს. ამ წლების განმავლობაში სამსახური მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

კვების პაკეტები

2002 წლიდან ტარდება “სურსათით დახმარების” აქცია. ამჟამად ჩვენს სამრევლოებში ყოველთვიურად 135 ადამიანი იღებს სურსათით დახმარებას სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი საკვებით: ბრინჯის, წიწიბურას, მაკარონის, ფქვილის, ზეთის, შაქრის სახით.

 

სამიგრაციო კონსულტაციები

იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ განათლებისა ან სამუშაოს მიზნით გერმანიაში გამგზავრება, ჩვენ ვთავაზობთ კონსულტაციებს გერმანიაში მდებარე დიაკვნის საზოდოებასთან ერთად. 

სამრევლო დიაკონია

დიაკვნის საზოგადოების სამუშაო სფეროების მიღმა, ყველა ჩვენს მრევლში ასევე არსებობენ დიაკვნის წარმომადგენლები, რომლებიც ზრუნავენ ავადმყოფ და გაჭირვებულ მრევლის წევრებზე. 

 

საქართველოს დიაკვნის საზოგადოების ისტორია

1999 წლის იანვარში არაკომერციულ ორგანიზაციად დაფუძნდა "საქართველოს ევანგელურ-ლუთერული დიაკვნის საზოგადოება" (ELDWG), ხოლო იმავე წლის 10 მარტს ის საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ოფიციალურად დარეგისტრირდა. ამრიგად, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის (ELKG) მრავალფეროვან დიაკონურ საქმიანობებს ორგანიზებულობა და იურიდიულად აღიარებული ფორმა მიეცა. ამის საჭიროება მდგომარეობდა იმაში, რომ ამ დროს საქართველოს სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ქრისტიანული ეკლესიებისთვის (და სხვა რელიგიებისთვის) სამართლებრივი სტატუსი მინიჭებული. ELDWG-ს პირველი თავმჯდომარე იყო ეპისკოპოსი გერტ ჰუმელი; მისი გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე ქრისტიანე ჰუმელი გახდა დიაკვნის საზოგადოების ხელმძღვანელი.

დიაკონურ საქმიანობას ჩვენს ეკლესიაში დიდი ტრადიცია გააჩნია. რეფორმაციის საწყის ეტაპზევე მარტინ ლუთერმა (1483-1546) ლაიზნიგში (დრეზდენის მახლობლად) თემისთვის განკარგულება მიიღო - "საერთო კასტის ბრძანება" (1523), რომელიც საზოგადოების ცხოვრების სხვა წესებს შორის ითვალისწინებდა გაჭირვებულებზე და ავადმყოფებზე, ქვრივებზე და ობლებზე მზრუნველობას საერთო ფონდიდან. თავის ყველა განცხადებას და მითითებას ლუთერი ხსნიდა ახალი აღთქმით, რომელიც ასახელებს მსგავს წესებს, მაგალითად, იერუსალიმის პირველი თემისთვის (შდრ. საქმეები 3, 44; 4, 32; 6.1-7). ლუთერის გაგებით ქრისტიანული საზოგადოება არასრულფასოვანია დიაკონური საქმიანობის გარეშე. ”მაგრამ რწმენა ცოცხალი, აქტიური, ძლიერი საქმეა”, - დაწერა მან ერთხელ.

1817/18 წლებში საქართველოში ჩამოსული შვაბი ემიგრანტების ლუთერული გაერთიანებებიც ამ ტრადიციას მისდევდა. მათ ყველა სოფელში, ე.წ კოლონიებში და ახალ თბილისში საზოგადოების უამრავი წევრი ნებაყოფლობით და მოხალისეობრივად ემსახურებოდა გაჭირვებულებს, სანამ კომუნისტური იდეოლოგია არ დაასრულდებდა ამას.  წლების მანძილზე ლუთერული ეკლესიის აკრძალვის, მისი წევრების რეპრესიებისა და დეპორტაციის შემდეგ 1992 წელს ხელახლა დაარსებულმა დიაკონურმა სამსახურმა თავიდანვე განსაზღვრა  საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

ეს, პირველ რიგში, მოითხოვა საქართველოში შექმნილმა კატასტროფულმა ეკონომიკურმა და სოციალურმა ვითარებამ "პერესტროიკის"  (1989) და სამოქალაქო ომის (1992/1993) შემდეგ. თავდაპირველად ყველა ლუთერულ სამრევლოში დაინიშნენ მოხალისეები, რათა  დიაკონალური პასუხისმგებლობა აეღოთ თავის თავზე საცხოვრებელი ადგილების მიხედვით. მაგრამ მალე გაირკვა, რომ, გარდა ამისა, საჭიროა მუდმივი დიაკონური დაწესებულებების შექმნა გაჭირვებულთა ყოფის შესამსუბუქებლად.

დღესდღეობით, თბილისში იოჰან-ბერნჰარდ-ზალტეტის  სახელობის სახლში, შერიგების ეკლეესიის გვერდით და გერმანელების ასოციაცია “აინუნგ“-ში (ტაბიძის ქუჩა 3/5) 6-ჯერ კვირაში 100 ცხელი სადილი გაიცემა გაჭირვებულ ადამიანებზე; გარდა ამისა, ავადმყოფობისას ისინი სამედიცინო დახმარებას იღებენ. ვინც ძალიან შორს ცხოვრობს, მოხუცებულია ან ზედმეტად დასუსტებული იმისათვის, რომ დიაკონურ დაწესებულებაში მოვიდეს - ამჟამად ეს სია180 ადამიანს შეადგენს - ისინი თვეში ერთხელ იღებენ ეგრეწოდებულ მშრალი საკვების პაკეტებს. იოჰან-ბერნჰარდ-ზალტეტის სახელობის სახლში ასევე ფუნქციონირებს მოხუცთა სახლი, სადაც თორმეტი ადგილია. ამ ორ დიაკონურ დაწესებულებაში 18 ადამიანია დასაქმებული.

ძალიან ხშირად ჩნდება  პირადი გადაუდებელი შემთხვევები, განსაკუთრებით პენსიონერებში, ავადმყოფებსა და უმუშევრებში, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ დახმარების გაწევა (საუბარია ოპერაციებზე, ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადებზე, გარდაცვალების შემთხვევებზე და ა.შ.). შესაბამისად, დიაკვნის საზოგადოება საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის მრევლის წევრებს უწევს მნიშვნელოვან დახმარებას მათი ყოველდღიური ცხოვრების და მატერიალური გასაჭირის შემსუბუქებისთვის.

© საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

0102 თბილისი, ტ. გრანელის ქ. 15