ეკლესიის დიაკონური საქმიანობა მხოლოდ მუშაობა როდია, ის მოწოდებაა, ღმერთისადმი და ადამიანებისადმი ერთგულების გამოხატვა, რომლის დროსაც ჩვენს უნარებს, დროს და ნიჭს ვიყენებთ.
ჩვენს სამრევლოებში დიაკონური მსახურება დიდი ხანია არსებობს, მას ღრმა ფესვები და ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნია.
სამრევლოებში გარდაქმნის შემდეგ, რთულ 1990-იან წლებშივე გაჩნდნენ დიაკვნები, რომლებიც დახმარების და ურთიერთთანადგომის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებდნენ. ამის შემდეგ დიაკონია სხვადასხვა ფორმით განვითარდა იმის-და მიხედვით, თუ რა საჭიროებები არსებობდა სამრევლოებში.
თბილისში - ირინა მოროზოვა და იბრაჰიმ ფატალიევი
რუსთავში - სვეტლანა კობახიძე