საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის მრევლი თავს წარმოგიდგენთ

თბილისი

თბილისის, საქართველოს დედაქალაქის მრევლი არის ყველაზე დიდი მრევლი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერულ ეკლესიაში. ტერენტი გრანელის ქუჩაზე მდებარე "შერიგების ეკლესია" ასევე გახლავთ ეკლესიის ადმინისტრაციისა და დიაკვნის საზოგადოების ოფისების ადგილმდებარეობა.

 

რუსთავი

რუსთავი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ინდუსტრიული ქალაქი იყო, მდებარეობს თბილისიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 20 კილომეტრში. 90-ანი წლების დასაწყისიდან აქ ცხოვრობს მრევლი, რომელსაც აქვს საკუთარი მცირე სამრევლო ცენტრი - "მშვიდობის ეკლესია".

 

ბოლნისი

ბოლნისი, ყოფილი კატარინენფელდი, იყო ერთერთი ყველაზე დიდი გერმანელთა დასახლება სამხრეთ კავკასიაში. ქალაქის ცენტრში მდებარე ისტორიულ ეკლესიას დღეს იყენებენ როგორც სპორტის სასახლეს. ამის გამო მრევლი იძულებულია წირვაზე და საკვირაო სკოლაში შეიკრიბოს პატარა სამრევლო ცენტრში - გარემონტებულ კერძო სახლში. 

 

 

გარდაბანი

გარდაბანში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობლად, არსებობს პატარა ლუთერული მრევლი. კვირაობით აქ სალოცავად კერძო სახლში იკრიბებიან. 

 

ბორჯომი

ისტორიულ დასასვენებელ ადგილას, რომელიც ცნობილია თავისი მინერალური წყლებით, 2003 წლიდან მოყოლებული ასევე არსებობს ლუთერული მრევლი, რომელიც წირვაზე და საეკლესიო ღონისძიებებისთვის კერძო სახლში იკრიბება. ამ მრევლის წევრები უმეტესად ქართულად საუბრობენ.

 

ასურეთი

ასურეთში, ყოფილ ელიზაბეთტალში, აღარ არსებობს დამოუკიდებელი მრევლი. აქაური მცირე მრევლი თბილისის მრევლს ეკუთვნის. მიუხედავად ამისა, ჩვენ თვეში ერთხელ ვატარებთ მსახურებას. ასურეთში ახლახანს გარემონტდა ისტორიული ლუთერული ეკლესია.

 

 

ბაქო

აზერბაიჯანის დედაქალაქში ასევე არსებობს ლუთერული მრევლი, რომელსაც ისტორიული ფესვები აქვს. "მხსნელის ეკლესიაში", რომელსაც დღეს ფილარმონიად იყენებენ, ყოველ კვირა დღეს ტარდება წირვა.

 

სოხუმი

რუსეთის მეფობის დროს აფხაზეთში აშენდა პატარა ლუთერული ეკლესია. ამ ისტორიულ წმინდა იოანეს ეკლესიაში მრევლი იკრიბება ყოველ კვირა დღეს, რათა ერთად ილოცონ.

 

ერევანი

სასომხეთის დედაქალაქში ჯერ კიდევ არ არსებობს ოფიციალურად დარეგისტრირებული მრევლი, თუმცა არსებობს სამრევლო ჯგუფი, რომელიც როგორც გერმანული კულტურული ასოციაციის "Teutonia" ნაწილი რეგულარულად ბიბლიურ საათზე ხვდება. წელიწადში რამდენჯერმე, პასტორი თბილისიდან მიემგზავრება ერევანში მსახურების ჩასატარებლად.

© საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

0102 თბილისი, ტ. გრანელის ქ. 15