არქივი

აქ წაიკითხავთ სტატიებს ჩვენი ვებ-გვერდიდან:

ერთობლივი მოსავლის აღების დღესასწაული თბილისში 2021

საეკლესიო მრჩეველთან კლაუს რიტთან გამომშვიდობებით

ჩვეულებრივ მოსავლის აღების დღესასწაულზე შერიგების ეკლესიის ეზოში ჩვენი „ეკლესიის და დიაკონიის“ ზეიმს ვატარებთ ხოლმე ყველა სამრევლოსთან ერთად. წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ეს დღე უფროსებთან და ბავშვებთან ერთად ვერ აღვნიშნეთ. თუმცა ყველა სამრევლო კვირას ერთობლივ ღვთისმსახურებაზე და სადილზე დავპატიჟეთ შერიგების ეკლესიაში.

ღვთისმსახურების დროს დავემშვიდობეთ საეკლესიო მრჩეველ კლაუს რიტს, როგორც ვიურტემბერგის ევანგელიური სამხარეო ეკლესიის მისიისა და ეკუმენის განყოფილების ხელმძღვანელს; ის წლების მანძილზე მხარში ედგა კავკასიაში ჩვენს ეკლესიას და წლის ბოლოს პენსიაზე გადის.

‘ჰილტონი’ სტუმრად შერიგების ეკლესიაში

ბათუმის სასტუმრო “ჰილტონმა’ ივნისის ბოლოს თბილისში სარეკლამო მოგზაურობა მოაწყო და ქალთა წრის წევრების სასიხარულოდ თავისი საკვები-სატვირთო მანქანა შერიგების ეკლესიის ეზოშიც გააჩერა. ‘ჰილტონის’ გენერალურმა მენეჯერმა ტორსტენ ველერმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ჩვენი ეკლესიის მოღვაწეობის საქმიანობის ნიშანია, სადაც ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ და ერთმანეთს და სხვებს ეხმარებიან.

ქრისტე აღსდგა! - ჭეშმარიტად!

2021 წლის აღდგომა სელე-ს სამრევლოებში

 

ჩვენს ეკლესიაში უკვე მეორედ აღინიშნა აღდგომა პანდემიის დროს. წელს საქართველოში, მადლობა ღმერთს, შევძელით სააღდგომოდ ეკლესიებში და სამრევლო ცენტრებში შეკრება. აღდგომის დღესასწაულში მონაწილეობა მიიღეს სამრევლოების საკვირაო სკოლების ბავშვებმა და მშობლებმაც. ყველა გახარებული იყო აღდგომის დღესასწაულის ერთად აღნიშვნის შესაძლებლობით.

სხვა ფოტოებსა და შთაბეჭდილებებს იხილავთ საკვირაო სკოლის ფეისბუქის გვერდზე.

ჯვრის სვლა შერიგების ეკლესიაში

წითელი პარასკევი 2021

2021 წლის მსოფლიო ლოცვის დღე საქართველოში

წლევანდელი მსოფლიო ლოცვის დღისათვის ლიტურგია ვანუატუელმა ქალებმა  მოამზადეს. საქართველოში ის თბილისის და რუსთავის სამრევლოებმა 5 მარტს თბილისის შერიგების ეკლესიაში ერთად აღნიშნეს, პანდემიის გამო ღონისძიება ნაწილობრივ ღია ცის ქვეშ, ეკლესიის ეზოში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საკვირაო სკოლის ბავშვებიც.

ეკუმენურ ღვთისმსახურება ქრისტიანთა ერთობისათვის

ა.წ. 22 იანვარს, პარასკევს, ევანგელურ-ლუთერულ შერიგების ეკლესიაში გაიმართა ეკუმენური ღვთისმსახურება ქრისტიანთა ერთობისათვის. წელს სამწუხაროთ მხოლოდ ლიტურგებს და ჩვენს გუნდს შეეძლოთ ამ მსახურებაში უშვალო მონაწილეობის მიღება. დანარჩენებს შეეძლოთ თანამონაწილეობა მხოლოდ online-ფორმათში.

ილოცეთ ჩვენთან ერთად და ჩვენს ძმებთან და დებთან ერთად კატოლიკე, სომხურ და ბაპტისტურ ეკლესიებიდან.

საეკლესიო ცხოვრება კორონა-ვირუსის მეორე ტალღის დროს

სტატია „კავკასიურ ფოსტაში“, იანვარი 2021

ვიურტემბერგის სამხარეო ეპისკოპოსის იულის სტუმრობა საქართველოში

18-20 სექტემბერს ვიურტემბერგის სამხარეო ეპისკოპოსი ფრანკ ოტფრიდ იული და ვიურტემბერგის სამხარეო ეკლესიის საეკლესიო მრჩეველი კლაუს რიტი საქართველოს ევანგელიურ-ლუთერულ ეკლესიას ესტუმრნენ. გაიმართა შეხვედრები და საუბრები საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფიო კილაძესთან, საქართველოს სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან და რელიგიური საკითხების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელთან ზაზა ვაშაყმაძესთან. გაიმართა შეხვედრები სხვა ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლებთან, მათ შორის ევანგელიურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსებთან, საქართველოს და სომხეთის სამოციქულო ნუნციუსთან და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში, რომელსაც მისი უწმიდესობის ილია მეორის თანამოსაყდრე მიტროპოლიტი შიო, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია ესწრებოდნენ.

ეპისკოპოსმა იულიმ ყოფილი გერმანული დასახლებებიც მოინახულა. ბოლნისში/კატარინენფელდში ის ქალაქის მერმა დავით შერაზადიშვილმა მიიღო, რომელმაც სტუმარს ახლად გახსნილი მუზეუმი და ყოფილი გერმანული ეკლესიის შენობა დაათვალიერებინა, რომელიც დღემდე სპორტული დარბაზის ფუნქციას ასრულებს. მერმა აღნიშნა, რომ იგეგმება ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა, რის შემდეგად ეკლესია გარემონტდება და მომავალში მისით სარგებლობას ლუთერული მრევლიც შეძლებს ღვთისმსახურებების ჩასატარებლად. გამორჩეული მოვლენა იყო ხსოვნის ღვთისმსახურება ასურეთის/ელიზაბეტტალის აღდგენილ მაცხოვრის ეკლესიაში. საბჭოთა პერიოდში ეს შენობა ეკლესიას ჩამოართვეს, ბოლოს მისგან მხოლოდ ნანგრევები-ღა იყო დარჩენილი. გასულ წელს ეკლესიის შენობა საქართველოს სახელმწიფომ აღადგინა და იქ ლუთერული მრწამსის გერმანელების მიერ მისი აშენებიდან 149 წლის შემდეგ ღვთისმსახურება ჩატარდა, რომელსაც გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირშიც ესწრებოდა. გარდა ამისა, სამხარეო ეპისკოპოსმა იულიმ ბოლნისის და რუსთავის სამრევლოებიც მოინახულა და კვირას თბილისის შერიგების ეკლესიაში ღვთისმსახურება ჩაატარა.

ღვთისმსახურება ასურეთში:

ჩვენი საქართველოს ლუთერული ეკლესიისთვის ეს გახლდათ სოლიდარობის უმნიშვნელოვანესი ჟესტი, რამაც ჩვენი ურთიერთობები ვიურტემბერგის პარტნიორ ეკლესიასთან კიდევ უფრო გააღრმავა.

ჩვენი სტუმრები

2020 წ.. ოთხშაბათს, 9 სექტემბერს თბილისის შერიგების ეკლესიაში კონსტანტინე გამსახურდია გვესტუმრა - საქართველოს ელჩი ბერლინში - და გიორგი ანდრიაძე თბილისის მეცნიერებათა აკადემიიდან.

ლუთერული ეკლესიის მონახულება ასურეთში

პარასკევს, 10 ივლისს ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან მაია ცქიტიშვილთან და საქართველოში გერმანიის ელჩთან ჰუბერტ კნირშთან ერთად ასურეთის ლუთერული ეკლესია მოინახულეს. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ყოფილ გერმანულ დასახლება ელიზაბეთტალში ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები. ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა გამოთქვა იმედი, რომ ამ ისტორიულ ადგილას ჩატარდება ლუთერული ღვთისმსახურება. ამ ეკლესიას საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს.

საკვირაო სკოლა. ზაფხული 2020

რუსთავი და თბილისი

ქალთა კლუბი. ზაფხული 2020. პირველი შეხვედრა პანდემიის დროს შემდეგ

შერიგების ეკლესიის ეზოში

საეკლესიო ცხოვრება კორონას ჩრდილში

სტატია „კავკასიურ ფოსტაში“ აღდგომას

დაცვა ყოველდღიური მუშაობისთვის კორონას ჟამს

გერმანიის ელჩი ჰიგიენურ საშუალებებს გადასცემს დიაკვნის საზოგადოებას

2020 წლის 28 აპრილს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელმა, ჰანეს ჰეხლერმა, საქართველოს ევანგელიურ ლუთერულ ეკლესიას გადასცეს ადგილობრივად წარმოებული სამედიცინო ერთჯერადი სახის ნიღბები, ერთჯერადი ხელთათმანები, ხელის სადეზინფექციო საშუალებები და რამოდენიმე FFP 2 დამცავი ნიღაბი.

მადონა ურკევიჩმა, დიაკვნის საზოგადოების შინ მოვლის სამსახურის კოორდინატორმა, მადლობა გადაუხადა ელჩს და GIZ- ს წარმომადგენელს: "ეს არის მნიშვნელოვანი დახმარება ჩვენთვის, რათა გავაგრძელოთ ჩვენი პაციენტების კეთილდღეობისთვის მუშაობა." ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა დაამატა: ”ყველა თანამშრომლისა და პაციენტის სახელით, მადლობას გიხდით ამ რთულ დროს ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.”

საეკლესიო მაცნე

აქ თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი აქტუალური „საეკლესიო მაცნე“ pdf-ფორმატში

ვიდეო-ღვთისმსახურებები

კორონა-ვირუსის პანდემიის დროს დაწესებულ შეზღუდვების გამო მრავალი თვეების მანზილზე არ ტარდებოდა ღვთისმსახურებები ჩვენს მრევლებში. ამ დროს ჩვენ ვიღებდით ვიდეო-ღვთისმსახურებებს, რომლებსაც აქ იხილავთ.

© საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

0102 თბილისი, ტ. გრანელის ქ. 15