ასურეთი

ყოფილ გერმანულ დასახლება ელიზაბეთტალში, რომელიც თბილისიდან 50 კმ დაშორებით მის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს, ყველაზე კარგად არის შენარჩუნებული „შვაბური“ სოფლისთვის დამახასიათებელი ხასიათი ტიპიური სახლებით. მაცხოვრის ძველი ლუთერული ეკლესია და გერმანული სასაფლაო ქალაქის მმართველობამ განაახლა, ეკლესიის შენობა სამომავლოდ კონცერტების, გამოფენების და შეკრებების მოწყობას დაეთმობა.

ჩვენ თვეში ერთხელ ვატარებთ ასურეთში ღვთისმსახურებას, რომელსაც თბილისიდან ჩასული პასტორი უძღვება. ამისათვის მეტწილად მანფრედ ტიხონოვის სახლში ვიკრიბებით, რომელიც რამდენიმე წლის წინ გერმანიიდან ასურეთში გადმოვიდა საცხოვრებლად, ერთი ძველი, ტრადიციული ფახვერკის არქიტექტურული სტილით ნაშენები სახლი კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის ყველა წესით განაახლა და აქ პატარა მევენახეობას ეწევა.

 

 

იმედი გვაქვს, რომ მომავალში შევძლებთ რესტავრირებული ისტორიული ლუთერული ეკლესიით სარგებლობას, რომელიც სოფლის შუაგულში დგას. ამჟამად ამის უფლება ჯერ ვერ მოვიპოვეთ. მართლმადიდებელ ეკლესიას უკვე დართეს ნება, შესასვლელში მცირედი სალოცავი მოეწყო.

ასურეთის (ელიზაბეთტალი) მაცხოვრის ლუთერული ეკლესია

© საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

0102 თბილისი, ტ. გრანელის ქ. 15