აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში ლუთერულ სამრევლოს დაუბრუნდა ის ლამაზი, პატარა იოანე მოციქულის სახელობის ეკლესია, რომელიც 100 წლის წინ იმპერატორის სამხედრო მმართველობამ ლუთერული სამხედროებისთვის და სხვა ლუთერული ქრისტიანებისთვის ააშენა. ის რომის კათოლიკური სამრევლოს ასევე ნეო-გოთურ სტილში აგებული ეკლესიის გვერდით მდებარეობს და მასთან კეთილმეგობრული თანამშრომლობა აკავშირებს.
ამ ეკლესიის შენობაში სამრევლო ყოველ კვირას, 11. 00 სთ ღვთისმსახურებას ატარებს, რომელსაც ძირითადად სამრევლოს მქადაგებელი უძღვება. ახალგაზრდა პასტორი, სოხუმის მრევლის წევრი, ამჟამად სანქტ-პეტერბურგში იმყოფება და წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ახერხებს სოხუმში ჩასვლას. ამიტომ სამრევლოს სულიერ წინამძღვრობას თბილისიდან ეპისკოპოსი ახორციელებს, ის წელიწადში 3-4-ჯერ ჩადის სოხუმში და ღვთისმსახურებას ატარებს წმიდა ზიარებით.
სოხუმი ულამაზესი ქალაქია შავი ზღვის სანაპიროზე, თუმცა (სამოქალაქო-) ომებმა ეს მხარე საქართველოს მოწყვიტა, დღემდე ომით არის მოსახლეობის ცხოვრება გამსჭვალული და ეს თბილისიდან ჩასვლასაც ყოველ ჯერზე ართულებს.
ელ-ფოსტა: olinda2006@mail.ru
ტელეფონი: +7 840 2268410