2000 წელს, ზალტეტის სახლის გახსნის თანავე, ასევე გაიხსნა სოციალური სასადილო. იქ ყოველდღიურად მზადდება დაახლოებით 60 ადამიანისთვის საკვები ახალთახალი პროდუქტებით. სოციალური სასადილოსთვის არსებობს წინასწარ რეგისტრირებული და ფიქსირებული ბენეფიციარების სია, უპირატესად მრევლის წევრებისგან შემდგარი, მაგრამ ჩვენთან ასევე მოდიან სხვა გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც ჩვენს ეკლესიას არ მიეკუთვნებიან. დროდადრო ზალტეტის სახლის სოციალური სასადილოს თანამშრომლები ატარებს აქციებს - განსაკუთრებული კერძების ან ნამცხვრების ღია გაყიდვას, რათა შემოწირულობები მოაგროვონ სოციალური სასადილოს მუშაობისთვის.
მაია გოცაძე
სოციალური სამსახურისა და იოჰან-ბერნჰარდ ზალტეტის სახლის ხელმძღვანელი
ელ-ფოსტა: maia_gocadze@mail.ru
ტელეფონი: +995 577 78 87 02