— საერთაშორისო პროექტია, რომელსაც ახორციელებს გერმანიის დიაკონიის ბადენის ფილიალი (Diakonie Baden) საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასთან ერთად. აღნიშნული პროექტი საქართველოს იმ მოქალაქეებს სთავაზობს დახმარებას, რომლებიც გეგმავენ ან განიხილავენ გერმანიაში ხანგრძლივი ვადით წასვლას — ძირითადად პროფესიული განათლების მისაღებად, დასაქმებისა ან ოჯახების გაერთიანების მიზნით.
გარდა ფართომასშტაბიანი კონსულტაციებისა, რეგულარულად ტარდება სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის საინფორმაციო შეხვედრები, გერმანული ენის კურსები და სხვადასხვა ტრენინგები.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ვებგვერდსა და Facebook გვერდზე.