ბორჯომის სამრევლო

თბილისის დასავლეთით, 150 კმ-ში მდებარე და მინერალური წყლით განთქმული კურორტის ბორჯომის სამრევლოს გერმანული ფესვები არ აქვს და ის ჩვენი ეკლესიის ერთადერთი სამრევლოა, სადაც მარტო ქართულად საუბრობენ. მრევლის წევრები ნაწილობრივ ახლომახლო მდებარე მთიანი სოფლებიდან არიან და სისტემატურად იკრიბებიან ბორჯომში სამრევლოს თავმჯდომარის სახლში ლოცვაზე და ბიბლიის გაკვეთილზე დასასწრებად.  ბავშვებთან მუშაობაც საკვირაო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს. თვეში ერთხელ, შაბათობით, აქ თბილისიდან ჩამოდის პასტორი და მრევლთან ერთად ღვთისმსახურებას ატარებს წმიდა ზიარებიით. აქვე ფუნქციონირებს აქტიური დიაკონური საქმიანობა.

 

სამრევლო ცხოვრება და დიაკონური საქმიანობა

მისამართი:

1200 ბორჯომი, გამარჯვების 93

მრევლის თავმჯდომარე:

ელ-ფოსტა: nana_kapanadze@list.ru

ტელეფონი: +995 596 06 50 65

© საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

0102 თბილისი, ტ. გრანელის ქ. 15