ბაქოს სამრევლო

კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე აზერბაიჯანის დედაქალაქში  მაცხოვრის ლუთერული სამრევლოს წარმოშობა მე-19-ე საუკუნეში და მე-20-ე საუკუნის დასაწყისში იქ არსებულ დიდ გერმანულ სამრევლოს უკავშირდება, რომელიც ბაქოში ვაჭრებმა, ხელოსნებმა და მეწარმეებმა დააფუძნეს. ძველ სამრევლოს დღემდე გვახსენებს ეკლესიის შთამბეჭდავი ნაგებობა ქალაქის ცენტრში - მაცხოვრის ეკლესია, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან კონსერვატორიის საორღანო მუსიკის საკონცერტო დარბაზს წარმოადგენს. თუმცა სამრევლოს ყოველ კვირა, 10. 00 სთ აქვს ღვთისმსახურების ჩატარების საშუალება.

 

ეკლესიასთან ახლოს მდებარეობს სამრევლო ცენტრი, სადაც მრევლი ღვთისმსახურების შემდეგ ჩაის დასალევად იკრიბება და სადაც ყოველ შაბათს, 11. 00 საათზე ბიბლიის გაკვეთილი ტარდება. გარდა ამისა, აქ მხიარულ გარემოში აღინიშნება  საეკლესიო კალენდრის დღესასწაულები. პატარა სამრევლო დიაკონია ავადმყოფ და გაჭირვებულ მრევლის წევრებზე ზრუნავს.

გერმანიის ევანგელიური ეკლესია (EKD) წელიწადში 10 თვით მოავლენს პენსიაზე მყოფ პასტორს გერმანიიდან მრევლის წევრებზე და ბაქოში მცხოვრებ გერმანულენოვან ევანგელიურ ქრისტიანებზე სულიერი მზრუნველობისთვის. ამჟამად ამ მისიით ბაქოში მსახურობს პასტორი გოტჰარდ ლემკე (Tel.: +994 557 88 50 75,  E-Mail: gotthard.lemke@freenet.de). სხვა დროს ბაქოს სამრევლოს თბილისიდან უძღვებიან ეპისკოპოსი და პასტორები.

ბაქოს მაცხოვრის სამრევლოს საკუთარი  ვებ-გვერდიც  აქვს, რომლის ნახვაც  აქ შეგიძლიათ:

მისამართი:

AZ-1010 ბაქო, 28 მაისის ქუჩა

მრევლის თავმჯდომარე:

ელ-ფოსტა: ulyane@mail.ru

ტელეფონი: +994 505 69 03 52

 

რელიგიური ღირსშესანიშნაობები და არა-მუსულმანი რელიგიური უმცირესობები აზერბაიჯანში

 

 

 

აზერბაიჯანში მრავალი საინტერესო რელიგიური ღირსშესანიშნაობაა, ნაწილობრივ საუკუნოვანი ისტორიით. ზოგიერთი მათგანის შესახებ ინფორმაცია და აღწერილობა pdf-დოკუმენტში შევაგროვეთ. 

აზერბაიჯანის არა-მუსულმანი რელიგიური უმცირესობების შესახებ ამ pdf-დოკუმენტში შეიტყობთ

ეს დოკუმენტები რელიგიური საკითხების სახელმწიფო კომიტეტმა გადმოგვცა, რისთვისაც მისი მადლობელი ვართ. ის არის პასუხისმგებელი მათ შინაარსზეც.

© საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

0102 თბილისი, ტ. გრანელის ქ. 15