თბილისის სამრევლო სელეს ყველაზე დიდი სამრევლოა. შერიგების ეკლესია და სამრევლო ცენტრი ყოფილი გერმანული სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარეობს და 1995-1997 წლებშია აშენებული. მრევლის წევრები გერმანული წარმოშობის ადამიანები და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები არიან. მრევლის საურთიერთო ენა კვლავაც უმეტესწილად რუსული რჩება, თუმცა იზრდება ქართულენოვანი მრევლის რაოდენობაც. ამას ემატებიან ის გერმანელები, რომლებიც ხანმოკლე ან ხანგრძლივი დროით თბილისში და მის მიმდებარედ ცხოვრობენ. სელე-ში ღვთისმსახურებები ძირითადად სამ ენაზე ტარდება: ქართულ, რუსულ და გერმანულ ენაზე.
თბილისის სამრევლო აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს: საბავშვო და ახალგაზრდული წრეები, ქალების და მამაკაცების კლუბები, ბიბლიის გაკვეთილი რუსულ და გერმანულ ენებზე, ღვთისმსახურება ჩვილებისთვის, საკვირაო სკოლა და საეკლესიო გუნდი, რომელიც ყოველ კვირა დღეს მონაწილეობს ღვთისმსახურებებში. შიგადაშიგ იმართება დიდი თუ შედარებით პატარა საეკლესიო კონცერტები, რომლებიც ქალაქის არა-ლუთერან მოსახლეობაშიც პოპულარობით სარგებლობს.
სამრევლო ცენტრი ამავდროულად საეკლესიო ადმინისტრაციის და ეკლესიის ხელმძღვანელობის ოფისს წარმოადგენს კანცელარიით, აქვე იმართება სელეს სინოდის სხდომებიც. ეკლესია ზრუნავს საქართველოში მოქმედ სხვა ქრისტიანულ აღმსარებლობებთან და რელიგიებთან ეკუმენური კავშირების და მთავრობასთან, პარლამენტთან, საელჩოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონტაქტების შენარჩუნებაზე.
სამრევლო ცენტრის გვერდით მდებარეობს იოჰან-ვერნჰარდის სახელობის დიაკონური სახლი (ის თბილისის პირველი ლუთერანი მღვდლის სახელს ატარებს) პატარა მოხუცებულთა თავშესაფრით, სოციალური სასადილოთი და დიაკონური სადგურით. ის წარმოადგენს „საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული დიაკონური საზოგადოების“ ცენტრს.
...ღვთისმსახურებაზე, რომელიც ყოველ კვირა დღეს 11. 00 საათზე შერიგების ეკლესიაში ტარდება.
გარდა ამისა, ეკლესიაში ფუნქციონირებს:
ელ-ფოსტა: m-laliko@mail.ru
ტელეფონი: +995 599 39 62 68
თბილისის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია მე-19-ე საუკუნის დასაწყისში დაარსდა. 1895 წელს მაშინდელ ტიფლისის ნოიშტადში (Tifliser Neustadt) - ამჟამინდელ მარჯანიშვილის მოედანზე პეტრეს და პავლეს სახელობის დიდი ეკლესია აშენდა. ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელი ტყვეების ხელით დაანგრიეს.
საბჭოთა კავშირის დაშლის და საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1990-იან წლებში თბილისში დაიწყო სტალინის მმართველობის მიერ განადგურებული ლუთერული ეკლესიის ხელახალი აღორძინება. ამ პროცესის მამოძრავებელი ძალა იყვნენ ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის პროფესორი დოქ. გერტ ჰუმელი და მისი მეუღლე ქრისტიანე. თავდაპირველად მრევლი ქალაქის სხვადასხვა სივრცეებში იკრიბებოდა. მოგვიანებით მაშინდელ მთავრობასთან და საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან კარგი კავშირების წყალობით და გერმანელთა ასოციაცია “აინუნგთან” თანამშრომლობით მოხერხდა ყოფილი გერმანული სასაფლაოს ტერიტორიის მოპოვება და გერმანიიდან მიღებული შემოწირულობებით არქიტექტურულად შთამბეჭდავი საეკლესიო ცენტრის მშენებელობა. შერიგების ეკლესია 1997 წელს აკურთხეს. დღესდღეობით ის წარმოადგენს “საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის” სასულიერო და ადმინისტრაციულ ცენტრს, ეპისკოპოსის სამყოფელს და თბილისის საეკლესიო სამრევლოს კერას.