სურსათის პაკეტები

2002 წლიდან ტარდება “სურსათით დახმარების” აქცია. ამჟამად ჩვენს სამრევლოებში ყოველთვიურად 135 ადამიანი იღებს სურსათით დახმარებას სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი საკვებით: ბრინჯის, წიწიბურას, მაკარონის, ფქვილის, ზეთის, შაქრის სახით. დახმარების მიმღებებს ჩვენი სამრევლო საბჭოები არჩევენ, და სამრევლო დიაკონიის თანამშრომლები ამოწმებენ უპოვართა მდგომარეობას. დახმარების მიმღებების უმრავლესობა ჩვენი სამრევლოების ან გერმანელთა ასოციაცია “აინუნგის” წევრები არიან, თუმცა სხვა უპოვარებსაც ვეხმარებით. სურსათის პაკეტები ყოველთვიურად თბილისში შერიგების ეკლესიაში რიგდება. გადაადგილება შეზღუდულ პირებს და დახმარების მიმღებებს რუსთავში, გარდაბანში, ბოლნისსა და ბორჯომში ჩვენი მძღოლები აწვდიან.

კონტაქტი

მაია გოცაძე
სოციალური სამსახურისა და იოჰან-ბერნჰარდ ზალტეტის სახლის ხელმძღვანელი

ელ-ფოსტა: maia_gocadze@mail.ru
ტელეფონი: +995 577 78 87 02

© საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

0102 თბილისი, ტ. გრანელის ქ. 15