
თბილისის შერიგების ეკლესიასთან 1997-2000 წლებში აშენდა პირველი ლუთერული პასტორის და შემდგომ თბილისსა და ამიერკავკასიის ზედამხედველის (1824-1830) სახელობის "იოჰან ბერნჰარდ ზალტეტის სახლი" ოფიცილურად გაიხსნა 2000 წლის 8 ივლისს.
ზალტეტის სახლში მოქმედებს 15 ადგილიანი მოხუცთა სახლი. თავდაპირველად, ის შეიქმნა გერმანელების შთამომავლებისა და მრევლის გაჭირვებული წევრებისთვის. დღესდღეობით აქ სხვა ეთნიკური და რელიგიური წარმომვლობის მაცხოვრებლებზეც ზრუნავენ. აქ მოხვედრის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის ვუზრუნველყოთ ბედნიერი სიბერე. მაცხოვრებლებს აქვთ დღეში 3-ჯერადი კვება,ექთნის 24-საათიანი და კვირაში ორჯერ ევრითმიის სპეციალისტის მომსახურება.
ზალტეტის სახლში ასევე მოქმედებს სოციალური სასადილო, სადაც ექვსი დღე კვირაში დაახლოებით 40 ადამიანს ეძლევა კვების საშუალება. გარდა ამისა, სოციალური სასადილოს მომხმარებლებს შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში ზალტეტის სახლის სამედიცინო მომსახურეობით ისარგებლონ.
ზალტეტის სახლში ასევე მდებარეობს მოხუცთა სახლის, სოციალური სასადილოს და სოციალური დახმარების ადმინისტრაცია. პირველ სართულზე განთავსებულია საკვირაო სკოლის, საეკლესიო გუნდის სარეპიტიციო და სამიგრაციო კონსულტაციების ოთახები.
ზალტეტის სახლი ძირითადათ ფინანსდება შემოწირულობებითა და „საქართველოს ევანგელური ეკლესიისა და დიაკვნის საზოგადოების“ ფონდის მიერ.


მადონა ურკევიჩი
"შინ მოვლისა" სამსახურის
და იოჰან-ბერნჰარდ ზალტეტის სახლის ხელმძღვანელი
ელ-ფოსტა: madona.urkevichi62@gmail.com
ტელეფონი: +995 557 37 30 30



