დიაკვნური „შინმოვლის სამსახური“ საქართველოში უკვე 11 წელიწადზე მეტი არსებობს და ძირითადად ემსახურება მარტოხელა, მოხუც, ავადმყოფ, სოციალურად დაუცველ პირებს. ამ წლების განმავლობაში სამსახური მნიშვნელოვნად გაიზარდა. თბილისში ამჟამად მუშაობენ 8 პროფესიონალი თანამშრომლები, რომლებიც თბილისის მერიის თანაფინანსირების პროგრამით ემსახურებიან 83 ბენეფიციარს, და ასევე 12 ადამიანს, რომლებსაც არა აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, მაგრამ ესაჭიროებათ დახმარება.
საკმაოდ გაიზარდა დუშეთის „შინმოვლის სამსახურიც“. დუშეთის რაიონში მუშაობს 8 თანამშრომელი, რომელიც ემსახურება 12 მაღალმთიან სოფლის 138 მცხოვრებს. ხშირ შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლები ერთად-ერთი ადამიანებია, ვინც მათ უწევენ დახმარებას.
ბოლო 6 წლის განმავლობაში „შინმოვლის სამსახური“ თბილისის ევროპული სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად ულოცავენ მოხუცებს აღდგომას. ბავშვები აგროვებენ ტკბილეულს და თანამშრომლებთან ერთად ეწვევიან ბენეფიციარებს სახლებში და ურთიერთობენ მათთან. ეს აქცია ძალიან მნიშნელოვანია არა მარტო მათთვის, ვისაც ცხოვრების გზის დიდი მანძილი უკვე გავლილი აქვთ, არამედ მათთვისაც, ვინც იწყებს ცხოვრებას.
ამ წელს მაღალმთიან ფშავში ჩავატარეთ 3-თვიანი ტესტირება. „შინმოვლის მობილურმა სამსახურმა“ 7 სოფელში 16 ადამიანს ემსახურებოდა. ტესტირების შედეგათ გამოვლინდა, რომ „მობილური შინმოვლის სამსახური“ ფშავში აუცილებელია.
დიაკვნური „შინმოვლის სამსახურის“ თანამშრომლები ასრულებენ თავისი საქმეს მაღალ პროფესიონალურ დონეზე, რაზეც მეტყველებენ ბენეფიციარების სამადლობელო წერილები.