ქალებთან მუშაობა ჩვენს ეკლესიაში

სახარება გვიამბობს, რომ ქალები, რომლებიც იესოს გაჰყვნენ და ამით მისი მოწაფეები გახდნენ, პირველები იყვნენ, ვისაც მისი მკვდრეთით აღდგომის ამბავი ეუწყა, მათ კი იესოს მოწაფეებს ამცნეს. ამგვარად, ქალების მსახურებას ქრისტიანულ ეკლესიაში ღრმად აქვს ფესვები გადგმული ისტორიულად და ტრადიციულად. ჩვენს ეკლესიაში ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც საეკლესიო, ისე დიაკონურ აქტივობებში, სიხარულით მონაწილეობენ ღვთისმსახურებებსა და ბიბლიის გაკვეთილებში, ორგანიზებას უწევენ სამრევლოებში სხვადასხვა ღონისძიებებს. გარდა ამისა, თბილისის, რუსთავისა და ბორჯომის სამრევლოებში ფუნქციონირებს ქალთა წრეები, რომლებიც სისტემატურად იკრიბება და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

ქალები აღნიშნავენ მსოფლიო ლოცვის დღესაც (მლდ), რომლის ტექსტებს და სიმღერებს ყოველ წელს რომელიმე ერთი ქვეყნის ქალები ამზადებენ. მლდ-სთვის მზადებას გალინა კუზნეცოვა ხელმძღვანელობს.

ქალთა სემინარები, რომლებიც 2007 წლიდან ყოველ წელს იმართება ყვარელში, ხელს უწყობს ქალების სულიერ ზრდას და ურთიერთ დახმარებას. ამ სემინარებს ესწრებიან ქალები ჩვენი ეკლესიის ყველა სამრევლოდან, მათ შორის ერევნიდან და ბაქოდანაც და ასევე საქართველოში მოქმედი სხვა ქრისტიანული აღმსარებლობების წარმომადგენლებიც. ამ ქალთა სემინარზე პირველ წლებში რეფერენტებად იყვნენ პასტორი კარენ შეპკე ზინდელფინგენიდან, დიაკვანი ანა ფრანკი შტუტგარტიდან და პროპსტი ელენა ბონდარენკო მოსკოვიდან. ბოლო წლებში ქალთა სემინარს პასტორი ირინა სოლეი უძღვება. .

 

სამარა - ქალაქი ვოლგაზე

გამორჩეული იყო ქალთა სემინარი სამარაში (რუსეთი), რომელშიც 2019 წლის აპრილში მონაწილეობა მიიღო თორმეტმა ქალმა ჩვენი სამრევლოებიდან პროპსტ ოლღა თემირბულატოვას მიწვევით. სემინარს ხელმძღვანელობდნენ ერიკა და გოთჰილფ შტაინები გერმანიიდან, სემინარის თემა კი გახლდათ: “ცხოვრების საფეხურები. შეურაცხმყოფელად ცხოვრება?!”

 

ქალებთან მუშაობა

სამრევლოებში

  • ქალთა წრე თბილისში:
    თვეში ორჯერ, ყოველ მეორე ხუთშაბათს 14.00 სთ.
    პასტორ ირინა სოლეის ხელმძღვანელობით
     
  • ქალთა წრე რუსთავში:
    თვეში ორჯერ, ყოველ მეორე ოთხშაბათს 11.00 სთ.
    ივეტა შანშაშვილის ხელმძღვანელობით

© საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

0102 თბილისი, ტ. გრანელის ქ. 15