ბოლნისის საკვირაო სკოლა არსებობს სამრევლოს ჩამოყალიბებიდან, მას ჯერ კიდევ ქალბატონი ირინე პედერი ხელმძღვანელობდა. 2005 წელს ნახევარი წლის მანძილზე ყოველ კვირას თბილისიდან ჩამოდიოდა ელენა ილინეცი და უტარებდა ბავშვებს ბიბლიურ გაკვეთილებს. არსებობდა ფლეიტის შესწავლის წრე ჰაიკე ვალტერთან და ლეილა მერაბიშვილთან ერთად, თოჯინების თეატრი ლიანა ტარანოვას ერთად, რაც ძალიან სახალისო და საუცხოო იყო ბავშვებისათვის.