მედიტაციურ გარემოში სანთლების შუქზე გაისმა თეზეს სიმღერები, ბიბლიის ტექსტები და ეკლესიის დარბაზში სიმშვიდემ დაისადგურა. საკურთხევლის წინ დანთებული ბევრი სანთელი და განმეორებითი სიმღერები ლამაზ, მედიტაციურ განწყობას ჰმნიდა. ღვთისმსახურების მონაწილეების მიერ წარმოთქმულ ლოცვებთან ერთად იყო ბიბლიური ტექსტები და სიჩუმის მომენტები. ასეთ დროს შეიძლებოდა მოსმენილზე დაფიქრება ან უბრალოდ სიწყნარით და სასიამოვნო გარემოთი ტკბობა. საკურთხევლის წინ ნახევარწრეში ვისხედით, იატაკზე კი თეზეს ჯვრის გარშემო ბევრი სანთელი ენთო.
დაუვიწყარი საბავშვო ინკლუზიური ფესტივალი ჩავატარეთ. შემაჯამებელ სიტყვაში ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ ჩვენი პროექტი მთელი ქალაქისთვის ახალი სულის ჩაბერვას ნიშნავს, რამაც უსაზღვროდ გაგვახარა. დიდი მადლობა ამ პროექტის მხარდაჭერისთვის, მთელი ჩვენი პერსონალი ძალიან კეთილგანწყობილი იყო, რაც ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილია.