დიდებულმა ადამიანმა და სულიერმა წინამძღვარმა დაგვტოვა და ღვთის მარადიულ სასუფეველში მიიცვალა.
ეს უდიდესი დანაკარგია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის - მათ შორის, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიისთვისაც, რომელსაც მასთან ყოველთვის კარგი და ნდობით აღსავსე ურთიერთობა აკავშირებდა. მიწიერი სამყარო გაღარიბდა მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარეშე.
საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის სახელით, მინდა გამოვხატო ჩვენი ღრმა სამძიმარი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და მის მორწმუნეთა მიმართ.
ამ გლოვის ჟამს ვლოცულობთ, რათა მისმა უწმიდესობამ ჰპოვოს სიმშვიდე და განსვენება ღვთის მარადიულ სასუფეველში, როგორც გამოცხადების 14:13 აღგვითქვამს:
„ნეტარ არიან მკვდარნი, უფალში რომ აღესრულებიან ამიერიდ. . . რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან.“ (გამოცხადება 14:13)
პავლე მოციქული ამბობს: „რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.“ (რომაელთა 8, 38+39)
იმის ცოდნა, რომ სიკვდილიც კი ვერ დაგვაშორებს ღვთის სიყვარულს, გვაძლევს ძალას ამ მწუხარების ჟამს... ისევე როგორც იმედს, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან ერთად მარადიულად, როგორც თავად ქრისტე გვპირდება იოანეს სახარებაში 14:19: „რადგან ცოცხალი ვარ, თქვენც იცოცხლებთ“.
ღრმა მწუხარებითა და გულწრფელი სამძიმრით ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის სახელით,
თქვენი
ეპისკოპოსი როლფ ბარეისი
დაუვიწყარი საბავშვო ინკლუზიური ფესტივალი ჩავატარეთ. შემაჯამებელ სიტყვაში ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ ჩვენი პროექტი მთელი ქალაქისთვის ახალი სულის ჩაბერვას ნიშნავს, რამაც უსაზღვროდ გაგვახარა. დიდი მადლობა ამ პროექტის მხარდაჭერისთვის, მთელი ჩვენი პერსონალი ძალიან კეთილგანწყობილი იყო, რაც ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილია.