კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

გულითადად მოგესალმებით ჩვენს ვებ-გვერდზე საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსის რანგში

ჩვენ ვართ ეკლესია, რომელსაც 200 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს რეგიონში: ის მე-XIX საუკუნის დასაწყისში სამხრეთ კავკასიაში ჩამოსახლებულმა გერმანელებმა დააარსეს, რომლებმაც აქ ახალი სოფლები დააფუძნეს. მათთან ერთად დიდ ქალაქებში დასახლდნენ გერმანელმა ვაჭრებმა, ექიმებმა და მხატვრებმა.
ეს ისტორია დროებით შეწყდა საბჭოთა რეპრესიების პერიოდში და კავკასიის გერმანელთა შუა აზიაში დეპორტირების ჟამს. სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენი ლუთერული ეკლესიაც ხელახლა აღორძინდა. ჩვენი მრევლის წევრები სხვადასხვა ეთნიკურ და ენობრივ ჯგუფს მიეკუთვნებიან. სამრევლოები გვაქვს თბილისში, რუსთავში, გარდაბანში, ბოლნისში, ბორჯომში, ასურეთში, სოხუმში, აგრეთვე ერევანსა და ბაქოში.
აქ, ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ მეტი შეიტყოთ ჩვენს შესახებ, გაიგოთ ჩვენს ისტორიაზე, ჩვენს მრევლზე, ჩვენს ჯგუფებზე და ასევე ჩვენს სოციალურ საქმიანობაზე - დიაკვნის საზოგადოებაზე. ძალიან გაგვიხარდება, თუ ჩვენთან კონტაქტს დაამყარებთ და ერთმანეთს პირადად გავიცნობთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან!

 

აქ თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი აქტუალური „საეკლესიო მაცნე“ pdf-ფორმატში

ღვთის სიტყვა 2024

© საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

0102 თბილისი, ტ. გრანელის ქ. 15